სტოლტენბერგი: საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღია რჩება

მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება – ეს საქართველოსთვის ალიანსისადმი ნდობის საფუძველია. ამის შესახებ ნატოს-ს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღია რჩება, როდესაც ის ყველა კრიტერიუმს შეასრულებს გაწევრიანებისთვის. დღევანდელი მოვლენა – ძლიერი საფუძველია საქართველოსთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე, პირობა დადო, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და სუვერენიტეტს მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები