საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში განიხილეს.
ხაზგასმით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები აღინიშნა და თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზაობაც გამოითქვა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები