ზაქარია ქუცნაშვილი: არაკორექტულია ის, რომ გუნდის შიგნით იყო და ამავდროულად გუნდს გარედან ურტყამდე

რთულია მის მაგივრად საუბარი, მაგრამ უმრავლესობას ჯანსაღი პოზიცია აქვს – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გედევან ფოფხაძის განცხადებების თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
„რთულია მის მაგივრად საუბარი, მაგრამ უმრავლესობას ჯანსაღი პოზიცია აქვს. არაკორექტულია ის, რომ ამავდროულად გუნდის შიგნით იყო და ამავდროულად გუნდს გარედან ურტყამდე. პოლიტიკურ სისტემას თავის მართვის წესები აქვს და მართვის წესები ეთიკურობის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ არავის ვრიცხავთ, თავისუფლებას არავის ვუზღუდავთ, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდ გარედან ოპოზიციასავით ურტყამდე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები