ბაღდათის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები საერთო კრების ფორმატში, მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ როხში საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი დაესწრნენ. კრებაზე როხის მოსახლეობამ მხარი კულტურის სახლის რეაბილიტაციას ერთპიროვნულად დაუჭირა, რომლისთვისაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 20 ათასი ლარია გამოყოფილი.
ცნობისათვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის 346 000 ლარია გათვალისწინებული.