სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს პაატა ლაგვილავა უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს ჟურნალისტი, პაატა ლაგვილავა უხელმძღვანელებს. მისი დანიშვნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას, თავად პაატა ლაგვილავაც ადასტურებს.
მისივე თქმით, ის უკვე შეუდგა უფლება-მოვალეობების ოფიციალურად შესრულებას.
ცნობისათვის, აქამდე აღნიშნულ თანამდებობას ჟურნალისტი ლიკა ქვარცხავა იკავებდა. მან სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.