საბერძნეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში, ქალაქ პრევეზასთან ახლოს 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლობით, ღამის 4 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.