პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს (ვიდეო)
ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია, რა საკითხი განიხილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე.
თუმცა, ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.