ტანძიაში, ხახალაჯვარსა და ჭრეშში საერთო კრებები გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ, სოფლებში შეხვედრები გამართა. ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფელ ტანძიის ერთ ნაწილში, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ ხახალაჯვარში სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტირდება, ხოლო ჭრეშში ერთი უბნის გარე განათება და შიდა სასოფლო გზა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები