ლაშა ჩხარტიშვილი გურანდა გაბუნიაზე: ერთი ოცნება დარჩა – დათა თუთაშხიას ძეგლი ზუგდიდში

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მსახიობ გურანდა გაბუნიას იხსენებს.
ჩხარტიშვილი მსახიობის ხასიათზე , სიცოცხლეში გაწეულ ღვაწლსა და ბოლო სურვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
,,დღეს ვურეკავდი, მართლა, ყურმილი არ აიღო, ამ ბოლოს არ პასუხობდა, საკომუნიკაციოდ მისი მეგობარი ლიკა გვყავდა, ბოლოს მე და მაკა ვასაძემ ვნახეთ საავადმყოფოში, ხელებით და თვალებით გველაპარაკა, ისე საუბარი აღარ შეეძლო, ისეთი გურანდა არასდროს მინახავს (ფიზიკურადაც)… უცნაური და თავისებური ქალი იყო… მეგობრები უყვარდა და ისინი ვისაც გურანდა და ოთარი უყვარდა, რა, ჩვენც ასე არ ვართ? თუმცა საერთო ენას მაინც გამონახავდა ოპონენტებთან… შემოირიგებდა, “დამუღამება” გჭირდებოდა მისი შენი მეგობარი რომ გამხდარიყო. როლებისთვის იბრძოდა, სულ სცენაზე უნდოდა ყოფნა, დგომა, ახალი როლებით სიცოცხლე (რომელ ნამდვილ არტისტს არ უნდა იგივე?) მოკლედ, გურანდა მაინც განსხვავებული იყო, სხვებისგან ბევრი თვისებით გამორჩეული, ხალასი, სახასიათო არტისტი, რომელმაც ოთარს უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმო, ვიდრე საკუთარ კარიერას. ერთი ოცნება დარჩა: დათა თუთაშხიას ძეგლი ზუგდიდში. ნიკოლოზ წულუკიძე, გიორგი კაჯრიშვილი, ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ,“- წერს ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურს ქსელში.
80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები