ზაზა გაბუნია: მისასალმებელია, რომ პარლამენტს „მინისტრის საათის” ფორმატში მაია ცქიტიშვილი ეწვევა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე, რეგლამენტის 153-ე მუხლის შესაბამისად, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მოხსენებით წარსდგება.
„მე მივესალმები ქალბატონი მაიას მზადყოფნას, გამოიყენოს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.