მინისტრი 61-ე სკოლის ინციდენტზე: რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო სწრაფი

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მოსწავლეებს შორის დაპირისპირების დასაწყისში დროულად ჩაერთო როგორც მანდატურის სამსახური, ასევე საპატრულო პოლიცია.
“ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში ჩვენი მანდატურის სამსახური პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთო დაპირისპირებაში, რაც გამოიხატა შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების გამოძახებით. ასევე საქმეში ფსიქოლოგიური სამსახური ჩაერთვება, რომლებიც მოსწავლეების მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას. მთავარია, რომ რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო სწრაფი და ვიმედოვნებთ, ინციდენტი მეორეჯერ აღარ განმეორდება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 61-ე სკოლის მე11 კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მანდატურის სამსახურმა გამოიძახა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები