ფინანსთა მინისტრის მოადგილე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი) არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.შიდა გ
ზების მოწესრიგება, გარე განათების პროგრამის დასრულება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა – ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა,ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.
აღნიშნული პროგრამით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.