ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრნენ.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და მისმა მოცულობამ 40 მლნ ლარი შეადგინა.
სოფლის მცხოვრებლებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს სოფლის პრობლემებსა და საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ქოლობანში მიმდინარე წელს სკვერი მოეწყობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკისა და აბაშის 139 სოფელსა და უბანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები