ხელის თხოვნის ყველაზე უჩვეულო მეთოდი – ვიდეო, რომელიც YouTube-ს ჰიტი გახდა (ვიდეო)

იმისათვის, რომ  ამერიკელს ჯეკ ხაიერს, თავისი შეყვარებულის გული დაეპყრო, მსოფლიოს 26 ქვეყანა მოიარა და მოგზაურობა ფირზე აღბეჭდა. ამას მან 4 წელი მოანდომა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხაიერმა დედამიწის თითქმის ნახევარი ფეხით შემოიარა, ისევე, როგორც შოტლანდიური ჯგუფის The Proklaimers-ის ერთ სიმღერაშია ასახული, რადგან სატრფოსთვის ხელი ყველასგან განსხვავებული და მსოფლიოში ერთადერთი ფორმით შეეთავაზებინა. ჯეკის სიტყვებით, იგი მზად იყო თავისი შეყვარებულისთვის ბეკ სტრელნაუერისთვის ცოლობა მათი ურთიერთობის დაწყების პირველსავე დღეს ეთხოვა, თუმცა არ იჩქარა. იგი ბევრს მოგზაურობდა და კლიპისთვის კადრებს იღებდა. ხაიერი კლიპის გადასაღებად დახმარებას შემხვედრ ადამიანებს სთხოვდა, რათა ჩაეწერა სიტყვები – ,,I’m Gonna Be (500 Miles)”. იგი მასალებს კლიპისთვის ვიეტნამში, აფრიკაში, ისრაელში, ჩინეთში, პარიზში, ონკონგში აგროვებდა. როდესაც ჯეკმა იგრძნო, რომ მზად არის ხელის სათხოვნელად, ვიდეო თავის რჩეულს აჩვენა, რომელმაც რასაკვირველია თანხმობით უპასუხა. წყვილი თაფლობის თვის გატარებას რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში აპირებს.
ვიდეო, სადაც  ჯეკ ხაიერის უჩვეულო ისტორიაა ასახული, YouTube-ს ჰიტი უკვე გახდა და მას მილიონობით მოწონება აქვს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Bsz2Noi925M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები