ეკა გიგაური: რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა!
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა! ყველა, ვინც ასეთი ვიდეოების ჩაწერის და გავრცელების ბრძანებას აძლევდა, არის ნაძირალა და სისხლის სამართლის დამნაშავე! ყველა, ვინც ასეთ ფაქტებს არ იძიებს, ახალისებს ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ის უფრო დიდი ნაძირალა და დამნაშავეა! ყველა ვინც ქილიკობს და მორალისტობს, ეს ხალხი არის ყველა იმ ნაძირალას თანამოაზრე, ვინც ზევით ჩამოვთვალე. გული მტკივა, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ქალს, ვისაც ამ მეთოდებით ებრძვიან“,- წერს ეკა გიგაური.