პრეზიდენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან პირველი სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა სახელმწიფო უწყებას შორის თანამშრომლობა და მჭიდრო კომუნიკაცია.

პრეზიდენტი მანამდე უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს და სხვა რამდენიმე მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები