სოფიო ქაცარავა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებას ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესებიც განსაზღვრავს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საერთაშორისო ექსპერტს ჯერემი სარკინს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას.
„დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი ჩვენს ინტერესებშია”, -აღნიშნა შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გამახვილა ექსპერტ ჯერემი სარკინის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საბჭოს უფლებამოსილების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება.
ჯერემი სარკინი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” მხარდაჭერით შემუშავებულ შემაჯამებელ ანგარიშს 31 იანვარს წარადგენს.