ფოთში, მოაჯირიდან რიონში მოზარდი გადავარდა
ფოთში, ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი მეგობრებთან ერთად იყო, რა დროსაც, მოაჯირზე ავიდა და მასზე გავლა სცადა, თუმცა ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.