კახეთში, ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მკურნალობას თბილისის კლინიკაში გადის, მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტომობილის მძღოლი პოლიციაში იმყოფება.