ლევან ჩხაიძეს დღეს დაკრძალავენ

„TV პირველის“ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს დღეს, 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ლევან ჩხაიძე 21 იანვარს,  33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები