ზუგდიდში, ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.
„პაციენტს, რომელიც კატასტროფის სამსახურის ბრიგადამ ჩვენთან გადმოიყვანა, აღენიშნებოდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ფილტვების შეშუპება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა გუშინ გარდაიცვალა და მას H1N1 დაუდასტურდა. ამჟამად, კლინიკაში 19 პაციენტი მკურნალობს”, – აცხადებს სულხან ორჟონია.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.