ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ჩანდურას მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანდურას მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა პრემიერს არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მათი თქმით, სოფელს სარწყავი წყლისა და შიდა გზის პრობლემა აწუხებთ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად წლის ბოლომდე დასრულდება.
“პრობლემები ყველგან არის, მთავარია სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები და რეალური ნაბიჯები გადავდგათ. გლეხის შრომა უნდა დაფასდეს და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს,” – განაცხადა პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.