Inn-ჯგუფი: ტურისტების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება გორში, ქუთაისსა და გუდაურში – იმედი გვაქვს, ტენდენცია შენარჩუნდება
Inn-ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს. მისი თქმით, რეგიონებში, Inn-ჯგუფის შემავალ სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.
„სეზონს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ივნისის ბოლოსკენ უკვე გაჩნდა პრობლემები ირანსა და ისრაელს შორის დაძაბული სიტუაციის გამო, საბედნიეროდ, მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდა, მაღალი დაკავებულობა ასე თუ ისე შევინარჩუნეთ. თბილისს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როგორც ხშირად ხდება ამ პერიოდში, თუმცა რეგიონებში ტენდენცია უკეთესია. გვაქვს ზრდა, როგორც გორში, ისე ქუთაისში, აგრეთვე გუდაურში და იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება,“ – აღნიშნა Inn-ჯგუფის წარმომადგენელმა ერეკლე კოკაიამ.