ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზაში ხუთი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

“ბიბისის” ცნობით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულ შვიდ ადამიანს შორის ხუთი „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტია.

შეტევა ქალაქ რაფაჰის მახლობლად განხორციელდა, სადაც ჟურნალისტები მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშუქებდნენ.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ 28 წლის კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი დაბომბეს და განაცხადეს, რომ ის „ჰამასის ტერორისტული უჯრედის ხელმძღვანელად მსახურობდა“.

„ალ ჯაზირამ“ ამას მიზანმიმართული მკვლელობა და პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმა უწოდა. ტელეკომპანია საერთაშორისო გამოძიებასა და პასუხისმგებელთა დასჯას მოითხოვს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი შეძრწუნებულია იმით, რომ ისრაელის სამხედრო შეტევის დაწყებიდან ღაზაში 186 ჟურნალისტი დაიღუპა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისრაელის მთავრობა საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს, მათ შორის BBC-ს, ღაზაში თავისუფლად გადაღების უფლებას არ აძლევს, ამიტომ, ბევრი მედია საშუალება გაშუქებისთვის ღაზაში მომუშავე რეპორტიორებს ეყრდნობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები