სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილი მესამე მასივში მდებარე სამხედრო დასახლებაში თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე განმარტება გააკეთა.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება, მიწისქვეშა კომუნიკაცია სრულად გამოიცვლება, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი.
,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ თბილისის ყველა უბნის მაცხოვრებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. მინდა დიდი სიხარულით ვამცნო მესამე მასივის მოსახლეობას, რომ ქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით, სამხედრო დასახლებაში გაზაფხულიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იღებს სტარტს. სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი, გაკეთდება ახალი სტადიონი და სკვერი“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები