ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციაში წყალდიდობისა და მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Jakarta Post” ავრცელებს.
სტიქიური კატასტროფის მიზეზი ადიდებული მდინარეა, რაც ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია. ყველაზე მეტად სტიქიის შედეგად, გოვას რაიონი დაზარალდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა.
გამოცემის ინფორმაციით, წყალდიდობისას არაერთი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ხიდი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლების ევაკუაციას ახორციელებს.
თარგმნა ანა პაპიძემ