თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ცნობით, საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს,
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედორ გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელი დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
 
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
 
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
 
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები