ქართველი ემიგრანტი იტალიაში გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. იგი იტალიელმა ოჯახმა საკუთარ საწოლში ნახა.
ინფორმაციას ინტერნეტ მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 57 წლის ლელა ჭაბაშვილი ინფარქტით გარდაიცვალა. ის 10 წელი ემიგრაციაში იყო. გარდაცვლილს მეუღლე და შვილი დარჩა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
“კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლელა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ… თითოული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.
მისმა პატრონებმა სამსახურში დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში ინფაქტი მოსვლია იტალიის ქალაქ პრატოში”, – წერს შოთო სიხარულიძე.