ბათუმში, სურსათის მაღაზიაში მანქანა შევარდა (ვიდეო)
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანა სურსათის მაღაზიაში შევარდა, მანამდე კი ქალს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეო პირველი არხი