სასამართლომ “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე ახალაია, ქარდავა და მაზმიშვილი პატიმრობაში დატოვა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 მაისისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ქარდავას შეუძლოდ ყოფნა გახდა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქარდავას, ახალაიას და გიორგი მაზმიშვილს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი არ შეეცვალათ, ქარდავა ახალაიასთან ერთად აპირებდა პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებას, თუმცა, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ იგი დარბაზში დააბრუნა. ახალაიას, ქარდავას და მაზმიშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის 30 1000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. თუმცა, მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, ყველა ბრალდებული პატიმრობაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიამ დარბაზში გააპროტესტა და სასამართლო ხმაურით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები