არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმაროთ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მიესალმება.
„თუ მიზანი არის ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმაროთ, მაშინ, როდესაც ის დროებით სამუშაოს იშოვის და მცირე შემოსავალი გაუჩნდება – დახმარება არ უნდა შეუწყდეს“,- აღნიშნა არჩილ თალკვაძემ.