ინდოეთში, მიმდინარე წელს “ღორის გრიპით” 40 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის შტატ რაჯასტანში, მიმდინარე წელს, “ღორის გრიპის” ვირუსით, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
“H1N1 ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა ა.წ. 1 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით 40 ადამიანს შეადგენს. ჯამში დარეგისტრირებულია გრიპის ვირუსის 1036 შემთხვევა”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თარგმნა ანა პაპიძემ