ბელგიშია ათიათასობით სკოლის მოსწავლე კლიმატის დასაცავად მსვლელობას მართავს (ვიდეო)

ბელგიაში, 10 000 მოსწავლე სკოლას აცდენს, რათა კლიმატის დასაცავად გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ.
მიუხედავად წვიმისა და სიცივისა, მსვლელობა გაცილებით დიდი გამოვიდა, ვიდრე გასულ კვირას.
მოსწავლეების პლაკატებზე შემდეგი წარწერები იყო: ” სკოლის მიტინგი კლიმატისთვის” და “სკოლის გაცდენა? არა – ჩვენ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით”.
ადგილობრივი სკოლის დირექტორმა, პატრიკ ლანკსვერდმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “განათლებამ ახალგაზრდა ადამიანებისგან ზრდასრული მოქალაქეები უნდა გამოზარდოს. საკუთარი ქმედებებით ისინი ამტკიცებენ, რომ უკვე გაიზარდნენ”.
მოსწავლეები მიტინგის ყოველკვირეულად ჩატარებას გეგმავენ.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები