ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
„ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ახალქალაქი კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია“,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომბორის უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, სადაც ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.