მაგნიტოგორსკში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “SITE Intelligence Group” ავრცელებს, რომელიც ინტერნეტში მათ აქტივობას აკვირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები დიდხანს დუმდნენ, რადგან არ იცოდნენ, რამდენად უსაფრთხოდ იყვნენ მათი წევრები, რომლებმაც აფეთქება მოაწყვეს.
შეგახსენებთ, 2018 წლის 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში ბუნებრივი აირის აფეთქებას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები აღმოჩინა, თუმცა მომხდარის ოფიციალური ვერსიად, მაინც ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა.
თარგმნა ანა პაპიძემ