კახა კალაძე: როგორც კი მოგვეცემა დანგრეულ ნაგებობებში შესვლის უფლება, დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამის სამსახურებს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაზიანებულ ნაგებობებში შესვლის საშუალება მიეცემათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები