ტრაგედიამდე ადგილზე გამოძახებული “ყაზტრანსგაზის” თანამშრომელი პოლიციაში იმყოფება

“ყაზტრანსგაზის” ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც გუშინ, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე გამოძახების შემდეგ იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა, გამოკითხვაზე იმყოფება.
კომპანიის თანამშრომლები პოლიციის განყოფილებაში გუშინ, გვიან ღამითაც იმყოფებოდნენ.
“კვირას” ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში პროკურორებიც იმყოფებიან, რომლებიც აღნიშნულ საქმეს საპროკურორო ზედამხედველობას უწევენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 7 ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები