დავით სერგეენკო: აფეთქებისას დაშავებული მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, იაშვილის კლინიკიდან 5 პაციენტი უკვე გაეწერა. ამ დროისთვის კი მკურნალობას მხოლოდ ერთი მოზარდი განაგრძობს, რომელსაც მინისტრის თქმით, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
“იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ​
რაც შეეხება დიდ დიღომში აფეთქების კორპუსში მცხოვრებ 21 წლის ორსულს, რომელმაც თავად მიმართა ღუდუშაურის კლინიკას ავთანდილის ქუჩიდან, მინისტრი მის სანახავად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირადად მივა კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები