პოლიციამ, დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, კორპუსის მაცხოვრებლებს ბინებში უსაფრთხოების წესების დაცვით შესვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ეხმარებიან.
 შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ამ ეტაპზე, დაზარალებული მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებელი ადგილებით.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის სრული შემოწმების შემდეგ, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად ექვემდებარება ის აღდგენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები