საქართველოში დღეს, გლოვის დღეა

დღეს, 17 იანვარს, საქართველოში გლოვის დღეა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გუშინ, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, გამოაცხადა.
შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი გუშინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები