კენიაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმრო Dusit-ზე ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press” ავრცელებს.
კენიის პოლიციის გენერალური ინსპექტორის, ჯოზეფ ბოინეტის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნანგრევებში მაშველებმა კიდევ 6 ცხედარი იპოვეს და კიდევ ერთი ოფიცრის დაღუპვის შემდეგ, რომელიც დაჭრილი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
დაღუპულთა შორის კენიის 16 მოქალაქეა, ერთი ბრიტანელი, ერთი ამერიკელი და კიდევ სამი ადამიანი, რომელთა ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია.
თარგმნა ანა პაპიძემ