პრემიერმა დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები