ლენინგრადის ოლქში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ კინგისეპში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა,არიან დაშავებულები. ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ორსართულიანი შენობა დაინგრა.
გუბერნატორის ცნობით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით ინციდენტი ტექნოლოგიური აფეთქების და შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო მოხდა, რომელიც 50 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
​ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები