დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ გუშინ განაცხადა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კენჭისყრა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინის ინიციატივით გაიმართება.
მან მთავრობის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა არ დაამტკიცა.
“ბიბისის” ინფორმაციით, დეპუტატების უმრავლესობამ ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
ბრექსიტის გეგმაში გაწერილი იყო ის პირობები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები