თეა წულუკიანი პრობაციონერების თემაზე: ჩემი მიდგომა არის ის, რომ სასჯელი არ უნდა იყოს მისჯილი სასჯელისთვის

როდესაც ორი სამინისტრო შეერთდა, იყვნენ ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებიც არაერთი წელია, ყოველ კვირას დადიოდნენ და ადებდნენ თითს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წულუკიანის თქმით, სასჯელი არ უნდა იყოს მისჯილი სასჯელისთვის.
“ჩვენი მიდგომა არის ახლებური. ჩემი მიდგომა არის ის, რომ სასჯელი არ უნდა იყოს მისჯილი სასჯელისთვის. სასჯელს აქვს გამოსწორების ფუნქცია. როდესაც ორი სამინისტრო შეერთდა, მე ვნახე, რომ იყვნენ ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებიც არაერთი წელია ყოველ კვირას დადიოდნენ და ადებდნენ თითს. შესაბამისად, მიხარია, რომ კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთმა ადამიანებმა შეასრულეს და მოიხადეს კანონის წინაშე თავიანთი ვალი, სასჯელის ნახევარი ქონდათ გასული და მოეხსნათ, ეს პოლიტიკა გაგრძელდება. მთავარია, პრობაციონერები იქცეოდნენ კარგად და არ არღვევდნენ რეჟიმს. ეს ხდება დღესაც, მოხდება ხვალაც და მოხდება იანვრის ბოლოსაც, თებერვალში, მარტშიც და მე ვფიქრობ, სანამ მე ვიქნები ამ უწყების ხელმძღვანელი, იქნება. მზად ვარ, ხვალ რომ კომისია დასრულდება, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია – მოეხსნება 200-მდე პრობაციონერს სასჯელი ხვალაც თუ არა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, პირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 3880 ადამიანს გაუუქმდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მსჯავრდებულებს სტატუსი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები