საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას მხარდამჭერებთან ერთად თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები