„დირექტივა მოვიდა, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება“

პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა. ის გაზეთ “კვირის პალიტრას” სკანდალურ ინფორმაციას უმხელს.
“ლუგარის ლაბორატორიაზე კამპანიური შეტევები 2013 წელს დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ საერთაშორისო ტელეკომპანია “მირის” ქართული ფილიალის ხელმძღვანელი გახლდით და სწორედ ამ დროს ცენტრალური ოფისიდან დირექტივა მოვიდა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე დაგვეწყო სიუჟეტების მომზადება. დღესაც არის ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი რედაქტორი ალან ბოზიევი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ე.წ. ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიაში შექმნეს და კატეგორიულად მოითხოვდა ამაზე სიუჟეტის გაკეთებას. მეტიც, სიტყვასიტყვით მახსოვს რაც თქვა, რომ ეს აუცილებლად უნდა გახმოვანებულიყო სიუჟეტში. მე დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელ რადიკ ბატირშინს და ვუთხარი, რომ ქართული “მირი” ამგვარ შეკვეთას არ შეასრულებდა. მაშინ კომპანიაში ბევრმა დამიჭირა მხარი და მოხერხდა, რომ ჩვენს წინააღდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ ომში, “მირის” ქართული ფილიალი არ ჩართულიყო”, -აცხადებს ბადრი ნაჭყებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები