ევროპის ზოგიერთი ქალაქი დიდთოვლობის გამო პარალიზებულია (ფოტოკოლაჟი)

დიდთოვლობამ ევროპის ზოგიერთი ქალაქის პარალიზება მოახდინა. თოვლმა გზები გადაკეტა, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა. ხოლო სკოლები და ბაღები დაკეტილია.
ევროპაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს:
ბავარიაში “წითელმა ჯვარმა” თოვლში გაჭედილი სატვირთო მანქანების მძღოლებს დახმარება გაუწია.
მიუნხენში 9 წლის ბიჭი ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
ავსტრიელმა მაშველებმა ერთ მეტრზე მაღალ თოვლში ჩარჩენილი პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც ცნობილია, ისინი მთავარი გზიდან გადავიდნენ და თოვლის საკმაოდ დიდი საფარის გამო უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები