რაჰაფ კუნუნმა, რომელიც საუდის არაბეთიდან სიკვდილით მუქარის გამო გაიქცა, კანადაში თავშესაფარი მიიღო

საუდის არაბეთის მოქალაქემ, რაჰაფ კუნუნმა, რომელმაც ტაილანდიდან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა, კანადაში თავშესაფარი მიიღო. როგორც ცნობილია, ის კანადაში ბანგკოკიდან გაფრინდა.
“კანადა ყოველთვის არაორაზროვნად აცხადებს, რომ ჩვენ დავიცავთ ქალების უფლებებს მთელ მსოფლიოში. როდესაც ჩვენ გაერომ თხოვნით მოგვმართა, შეგვეფარებინა კუნუნი, ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ.
ცნობისთვის, არაბი ქალი სამშობლოდან ტაილანდში სიკვდილით მუქარის გამო გაიქცა. მან ისლამი უარყო, რის გამოც რაჰაფ კუნუნის მამა და ოჯახის სხვა მამაკაცი წევრები მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი კუნუნმა სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ისლამურ ქვეყნებში ქალთა ჩაგვრა და რიგ შემთხვევაში, მათი მკვლელობაც ხშირია. სწორედ ამ მიზეზით, არაბული ქვეყნებიდან ქალთა მიგრაციის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები