როსტოვში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტაში, ცხრასართულიან კორპუსში მომხდარი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ შახტაში საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულზე მოხდა, ჩამოშლილია მეცხრესა და მერვე სართულებს შორის გამყოფი ზოლი.
პირველადი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.